воскресенье, 22 декабря 2013 г.

ტრენინგის მეცხრე დღე

     დღეს გავიმეორეთ გავლილი მასალა.
    ბლოგში დავამატეთ გაჯეტები.  
   მოვაწყეთ პროექტების პრეზენტაცია, რომელმაც ძალიან საინტერესოდ ჩაიარა.
ბოლოს შევაჯამეთ ტრნინგ-კურსი.
        უღრმესი მადლობა ქალბატონ ქეთინოს გაწეული მუშაობისათვის.

суббота, 21 декабря 2013 г.

ტრენინგის მერვე დღე

    ტრენინგის მერვე დღე დავიწყეთ საშინაო დავალების  მიმოხილვით.
შევქმენით ფასილიტაციის მასალა და ავტვირთეთ  ჩვენ ბლოგზე. ვიმუშავეთ პროექტის გეგმის დახვეწა-სრულყოფაზე. ვისწავლეთ პრეზენტაციაში ჰიპერლინკების ჩასმა და მოხსნა.
ჩვენი პორტფოლიო ავტვირთეთ ბლოგზე. ვისწავლეთ ასევე სათების ჩასმა ბლოგზე.
შევაჯამეთ ჩვენი სამუშაო დღე.

воскресенье, 15 декабря 2013 г.

ტრენინგის მეშვიდე დღე

 დღევანდელი დღეც დავიწყეთ გავლილი მასალის გამეორებით. ყველა მოსწავლის საჭიროების გათვალისწინებით მოვახდინეთ პროექტის გეგმის დახვეწა-სრულყოფა. ვისწავლეთ picasa-ს ფოტოალბომის შექმნა და ბლოგზე გადატანა.
ვიმუშავეთ ბლოგზე.

суббота, 14 декабря 2013 г.

ტრენინგის მეექვსე დღე

              დღვანდელი ტენინგიც დავიწყეთ გავლილი მასალის გამეორებით. შემდეგ დავათვალიერეთ პროექტის შეფასების რუბრიკები. განსაკუთრებით მომეწონა  მოსწავლეთა თვითშეფასებისა და  უკუკავშირის შეფასების რუბრიკა, ბროშურის შეფასების რუბრიკა, ინდივიდუალურად ჩატერებული კვლევის რუბრიკა, პრეზენტაციისა და გვერდის შეფასების რუბრიკა. ეს რუბრიკები ძალიან დამეხმარება პროექტის შეფასებისას.
            ვიმუშავეთ ბლოგში, შევქმენით გვერდები.

воскресенье, 8 декабря 2013 г.

ტრენინგის მეხუთე დღე

       ტრენინგის მეხუთე დღეს გავიმეორეთ ნასწავლი მასალა. ვიმუშავეთ სტანდარტზე, პროექტის გეგმაში შევიტანეთ სტანდარტი და შედეგები. გავეცანით საავტორო უფლებების დაცვის და წყაროს ციტირების წესებს.
                                                                                                                                                              ერთმანეთის ბლოგზე გავაკეთეთ კომენტარები. განვიხილეთ და გავიხსენეთ ბლოგის ინსტრუმენტები. შევქმენით მოსწავლის ბლოგი, სადაც გავაკეთეთ ორი გაჯეტი-სურათის და გამოკითხვის.   

суббота, 7 декабря 2013 г.

ტრენინგის მეოთხე დღე

       ტრენინგის მეოთხე დღეს გავიმეორეთ ნასწავლი მასალა. ვიმუშავეთ ბუკლეტის     სრულყოფაზე. გავაფორმეთ ბუკლეტები სურათებით.
    გადავხედეთ ჩვენი პროექტის გეგმას და ვიმუშავეთ მის დახვეწაზე.
ძალიან საინტერესოდ ვიმუშავეთ პროექტის პრეზენტაციაზე და მოვახდინეთ მისი ბლოგზე გადატანა. ბოლოს შევაჯამეთ სამუშაო დღე. დიდი მადლობა ქალბატონ ქეთინოს.

воскресенье, 1 декабря 2013 г.

ტრენინგის მესამე დღე

                        ტრენინგის მესამე დღეს გავიმეორეთ ნასწავლი მასალა, ბუკლეტის შექმნა. ინდივიდუალური მუშაობით დავსახეთ პროექტის მიზნები. გავეცანით მიმართულების მიმცემ საკვანძო საკითხებს, რაც ძალზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა ჩართულობის გასაზრდელად. ვიმუშავეთ პროექტის გეგმაზე.  შევადგინეთ დროში გაწერილი შეფასების გეგმა. ტრენინგის მესამე დღესაც ძალიან ნაყოფიერად და საინტერესოდ ვიმუშავეთ.